ჟან-ჟაკ რუსო (ფრანგ. Jean-Jacques Rousseau) (დ. 28 ივნისი, 1712, ჟენევა — გ. 2 ივლისი, 1778, პარიზი) — იყო ფრანგი კომპოზიტორი, ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომლის ნაშრომებმა და პოლიტიკურმა იდეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფრანგეთის რევოლუციაში. მისმა პოლიტიკურმა იდეებმა ხელი შეუწყო სოციალიზმის ჩამოყალიბებას და ნაციონალიზმის გავრცელებას. რუსომ ასევე დიდი წვლილი შეიტანა მუსიკაში, როგორც თეორეტიკოსმა, ასევე კომპოზიტორმა. „აღსარების“ დაწერის შემდეგ მან პრქტიკულად საფუძველი ჩაუყარა ბიოგრაფიას, როგორც ლიტერატურულ ჟანრს. შემდგომში მისი იდეები განავრცეს ჰეგელმა და ფროიდმა.
წარმოშობით რუსო პროტესტანტულ ქალაქ ჟენევიდან იყო. დაბადებისთანავე ჟან-ჟაკმა დედა დაკარგა. მისი მამა ისააკ რუსო (1672 - 1747), რომელიც მესაათე და ცეკვის მასწავლებელი იყო, მძიმედ განიცდიდა საყვარელი მეუღლის დაკარგვას. ჟან-ჟაკი სახლში ყველასათვის საყვარელი იყო. უკვე შვიდი წლის ასაკში იგი დიდი გულმოდგინებით კითხულობდა ისტორიულ წიგნებს, განსაკუთრებით კი - პლუტარქეს. ბავშვობაში მას თავი ანტიკურ გმირად წარმოედგინა. რუსო იძულებული იყო ადრეული ასაკიდანვე მუშაობით ერჩინა თავი.თვითდამკვიდრებისთვის რუსომ შინამასწავლებლობას,მდივნობას,მთარგმენლობას და კომპოზიტორობას შეეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.შემდეგ პარიზის გარეუბანში დასახლდა.პარიზში მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა და წარადგინა თავისი ფილოსოფიური ტრაქტატი "მსჯელობა,მეცნიერებისა და ხელოვნებათა გამო" –ამ ნაშრომმა კი მას საქვეყნო აღიარება მოუტანა.შემდეგ 1754 წელს რუსომ გამოსცა თხზულება "მსჯელობანი ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობასა და საფუძველზე". შემდეგ 1762 წელს გამოსცა "პოლიტიკური ტრაქტატი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ,ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები".1862 წელს დაწერა :ჟიული, ანუ ახალი ელიოზა"– რითაც ჟან–ჟაკ რუსომ სათავე მისცა ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას–სენტიმეტალიზმს. ჟან–ჟაკ რუსოს მიერ დაწერილმა პედაგოგიურმა რომანმა "ემილი, ანუ აღზრდის შესახებ"– საფუძველი ჩაუყარა ახალ პედაგოგიურ აზროვნებას. რუსოს აზრით აღზრდამ ადამიანს უნდა შთაუნერგოს მაღალი გრძნობები და საზოგადოებას მისცეს სასარგებლო ადამიანი. შეიარაღებული თავდასხმის გამო ისააკი იძულებული გახდა მეზობელ კანტონაში გაქცეულიყო, სადაც მეორეჯერ იქორწინა. ჟან-ჟაკი ჟენევაში დარჩა და სწავლა დაიწყო ნოტარიუსთან. მუშაობის დროსაც კი იგი განაგრძობდა წიგნების კითხვას. შემდგომ, როგორც საკუთარ წიგნ " აღსარებაში" აღიარებს რუსო ახალგაზრდობაში ხშირად იტყუილებოდა და იპარავდა. კვირაობით იგი ქალაქიდან გადიოდა, საიდანაც გვიან ბრუნდებოდა, მაშინ როდესაც კარები უკვე დაკეტილი იყო, ამიტომაც მას ხშირად უწევდა ღია ცის ქვეშ ღამის გათენება. 16 წლის ასაკში, 1728 წლის 14 მარტს მან გადაწყვიტა ქალაქი დაეტოვებინა.
Комментариев нет:
Отправить комментарий